ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიებზე: ამ ზოგადმა ციფრებმაც აჩვენა, რამხელა თანხები არის გამოყოფილი ე.წ. არასამთავრობო სექტორისათვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაკავებული იყო რევოლუციების ორგანიზებით

„ამ ზოგადმა ციფრებმაც აჩვენა, რამხელა თანხები არის გამოყოფილი ე.წ. არასამთავრობო სექტორისათვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაკავებული იყო რევოლუციების ორგანიზებით,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ზოგადმა ციფრებმაც აჩვენა, თუ რამხელა თანხები არის გამოყოფილი ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორისათვის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში არა იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა, რაც შეიძლება ხალხს რეალურად აწუხებდეს, არამედ თავიდან ბოლომდე დაკავებული იყო პოლიტიკაში ჩარევის, მონაწილეობის და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ გადატრიალება-რევოლუციების პროპაგანდირება-ორგანიზებით“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიისგან სოლიდურ თანხებს იღებდნენ. ვებგვერდზე მითითებულია კონკრეტული თანხაც, რომელიც ორგანიზაციებს უკვე ჩაერიცხათ ან მომავალში ჩაერიცხებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები