რომში უკრაინის რეკონსტრუქციის მეოთხე კონფერენცია იწყება

დღეს რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია 10-11 ივლისს იქნება.

როგორც კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, URC2025 ოთხ თემატურ სფეროზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის, უკრაინაში კერძო სექტორის მიზიდვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ადგილობრივი რეგიონების აღდგენასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.

კონფერენციას მრავალი ქვეყნის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები