მწერალთა სახლში გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსის – „ახალი ქართული“ მოთხრობა გამარჯვებულები დააჯილდოვეს
დღეს მწერალთა სახლში გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსის „ახალი ქართული“ მოთხრობა გამარჯვებულებთან შეხვედრა და მათი დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს მწერალთა სახლის ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, ასევე კონკურსის ჟიურის წევრები − გია არგანაშვილი, გელა ჩქვანავა და ბაჩო კვირტია შეხვდნენ კონკურსის გამარჯვებულებს − თამარ სხილაძეს და თეონა ლეჟავას.
ქეთევან დუმბაძემ ისაუბრა კონკურსის მიზანსა და მნიშვნელობაზე, რომ თანამედროვე ქართულ მოთხრობას მეტი განვითარება და პოპულარიზაცია სჭირდება, ასევე აუცილებელია ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათი შემოქმედების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
შეხვედრის ბოლოს ჟიურის წევრებმა სამახსოვრო დიპლომები და ჯილდოები გადასცეს გამარჯვებულებს და შემოქმედებითი წარმატება უსურვეს.