კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელან ერთად, ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ ჯორჯო მადიას და სცენოგრაფ დომენიკო ფრანკის შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თათა სვანიძესთან ერთად, ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ ჯორჯო მადიას და ცნობილ სცენოგრაფ დომენიკო ფრანკის შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის, ნინო ანანიაშვილისა და კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის ერთობლივ პროექტს, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ცნობილ იტალიელ ხელოვანთა მონაწილეობით განხორციელდება.
აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ZMG Art-ის დამფუძნებლები – კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი, პროდიუსერი მარინა სალუქვაძე და პროექტის ინიციატორი ერეკლე ცინცაძე.