გია აბაშიძე: ტყუილად არაა, რომ ინტენსიური გახდა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები “ქართულ ოცნებაზე” – აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, მაგრამ უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანაზეც მზადაა
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა – “დიფ სთეითის” ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს და ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, ე.წ. დიპლომატების შესახებ ვრცელი წერილის ამონარიდებს ურთავს თან.
აბაშიძის თქმით, ტყუილად არ გაძლიერებულა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები “ქართულ ოცნებაზე”, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება, რამდენადაც აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანისთვისაც მზადაა.
„ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა – “დიფ სთეითის” ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება.
ტყუილად არაა, რომ ინტენსიური გახდა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები “ქართულ ოცნებაზე”, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება. აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, მაგრამ უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანაზეც მზადაა.
“დიპლომატების ყოველი უსამართლო განცხადება და ხელისუფლებაზე თავდასხმა, ერთადერთ მიზანს, საქართველოში სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას და პლარიზაციას ემსახურება, ამ დროს კი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ყველაფერზე, მათ შორის, ტყვიის გასროლაზე წავა”, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი. ქართველმა ფილოსოფოსმა ასევე განაცხადა: დიფ სთეითს“ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს…როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა“,- წერს გია აბაშიძე.