თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი რეგიონულ ტურს იწყებს
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი რეგიონულ ტურს იწყებს! ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ოზურგეთსა და სენაკში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი კლასიკურ საბალეტო პროგრამას წარუდგენს მაყურებელს!
“ * 14 და 15 ივლისი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი * 17 ივლისი – ოზურგეთის
სახელმწიფო დრამატული თეატრი * 18 ივლისი – სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი
საღამოს პროგრამაშია:
* სუიტა ვახტანგ ჭაბუკიანის
ბალეტიდან „ლაურენსია“
* ბალეტი „პახიტა“
ბილეთები შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/SBGinRegions [1]
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი,”- წერია ინფორმაციაში.