ატლანტიკური საბჭოს ანგარიშით, საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

ატლანტიკურმა საბჭომ ახლა უფრო დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

საქართველო კეთილდღეობის პროგრესით, 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.

ატლანტიკური საბჭო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა და ისიც კი აღიარებს ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია.

შესაძლებლობა გვაქვს განვაცხადოთ, რომ ატლანტიკური საბჭოს მესვეურთა ანტიქართულ განცხადებებს და არასწორი აღქმების დამკვიდრების მცდელობას მათივე კვლევა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი აქარწყლებს.

წამოსაწევია ის საკითხიც, რომ წელს უკვე მეორე საერთაშორისო კვლევაა, სადაც კეთლდღეობის პროგრესით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში მოვხვდით.

პირველი ეს იყო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ 2030 წლის ჩათვლით რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის ტოპ სამეულში იქნება.

მეორე არის ეს, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც აერთიანებს უფრო ფართო ასპექტებს: შემოსავლების დონეს, სოციალურ თანასწორობას, უმცირესობის უფლებებს, გარემოს დაცვას, განათლებას, ჯანდაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები