ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე: ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას

,,ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„დღევანდელმა მონაცემებმა გახადა საჭიროება იმის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელში მოხვდეს, რათა კონტროლი გამკაცრდეს იმისთვის, რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს ყველაფერ იმის, რაც მანამდე სახელმწიფომ გააკეთა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები