სარჯველაძე – ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე: სამწუხაროდ არსებობს ინტერესები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ამ მანკიერებებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამ შემთხვევაში ეს არის კომერციული ინტერესები

“სამწუხაროდ, არსებობს ინტერესები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ამ მანკიერებებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამ შემთხვევაში ეს არის კომერციული ინტერესები”, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრისას.

„შეიძლება იმპორტი წარმოადგენდეს, იმპორტიორი იყოს დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს მოხმარება იმ პროდუქტის, რომლის იმპორტსაც ის ეწევა. არ უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას ვისაც არ სჭირდება მათთვის, რომ ავად მოიხმარონ ნივთიერება, ეს არის ამ ყველაფრის მთავარი ამოცანა. მკაცრად რეგლამენტაცია, რა შემთხვევაში არის საჭირო და რა შემთხვევაში არა. არც ერთი ადამიანი, ვისაც ობიექტურად სჭირდება ეს მედიკამენტი, არ დარჩება მედიკამენტის გარეშე.

ის რეფორმა, რაც დაიგეგმა, იმდენად მტკივნეული პრობლემაა, რომ არ არის ერთ წახნაგიანი. ეს არის დაკავშირებული პუნქტების და ლოკაციების შეცვლასთან, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად წარიმართოს პროცესი, როდესაც რადიკალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც და პასუხისმგებლობაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებით. თუ ვინმე ამას არასწორად, არამიზნობრივად იყენებს, ბუნებრივია ამას სჭირდება იურიდიული პასუხისმგებლობა“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები