‘სტუდიო ლიბერთიმ’ იპოთეკურ სესხებზე საზაფხულო შეთავაზება დაიწყო
ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულება, ‘სტუდიო ლიბერთი’, აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და 31 ივლისის ჩათვლით, სტუდიო ნაკრების მფლობელებს იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
საზაფხულო შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალი იპოთეკური სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის შემთხვევაშიც. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალურად მორგებული პირობა ნებისმიერ ვალუტაში.
„იპოთეკური სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამოცდილებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს.
სტუდიო ლიბერთის შეთავაზება, პრივილეგირებულ პირობებთან ერთად აერთიანებს სტუდიო ბანკირის მაღალკვალიფიციურ, პერსონალურ მხარდაჭერასაც.
ჩვენი მიზანია, თითოეულმა მომხმარებელმა შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება მის ფინანსურ მიზნებსა და ცხოვრების სტილს.“ – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
იპოთეკური სესხების საზაფხულო შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, პირობებზე პირველადი კონსულტაციისთვის, შეუძლიათ მიმართონ სტუდიო ლიბერთის დისტანციური მომსახურების ცენტრს: +995 32 2 55 55 05.