“საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს!” – მდინარაძე

“საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული.

“აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს.

პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან.

ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ.

დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე.

ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზრუნებს ჩვენს გარდა, ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის!..”, – განმარტავს მდინარაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები