დონალდ ტრამპი – ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები
„ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მასთან თავისთავად ცხად საკითხებს განვიხილავ. მის სირთულეებსაც განვიხილავთ. აქვს გარკვეული სირთულეები. ზელენსკი კარგი ბიჭია. დღეს მას შევხვდები და ვფიქრობ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“.
„მე მათ 5%-მდე გაზრდას რამდენიმე წელია ვთხოვდი და ახლა ისინი 5%-მდე ზრდიან. ეს 2%-დან დიდი ნახტომია და ბევრმა 2%-ც კი არ გადაიხადა. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ერთგულია ნატო-ს მე-5 მუხლის მიმართ, – „ჩვენ ბოლომდე მათ გვერდით ვართ“.