“დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის შეთანხმებული გეგმის ნაწილი” – ანჯაფარიძე

“დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მასობრივად და ნებაყოფლობით ციხეში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არის შეთანხმებული გეგმის ნაწილი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცალკე თემაა, ეს რამდენად ჭკვიანური გეგმაა.

“მათ ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერას ვერ იმატებდნენ. ის კი არადა შეიძლება არსებული მხარდაჭერაც შემოეცალოთ. დასავლეთშიც ალბათ მობეზრდათ ამათი ლოლიავი და ეუბნებიან საქმე დაგვანახეო და ა.შ.

ჰოდა, გადაწყვიტეს “საქმე დაანახონ” ციხის საკნებში ოპოზიციის ლიდერების “პილიგრიმობით” და “ტანჯულთა” მანტიის მორგებით. თან ამით ვიღაცას აქაც შეაცოდებენ თავს. ხომ იცით ქართველების ამბავი. მაშინვე დაიწყეს ვიშვიში “არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია…” და ა.შ. ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ამჯერად ეს სპექტაკლი”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები