სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის მინი ფეხბურთის ჩემპიონი ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის მინი ფეხბურთის ჩემპიონი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ფინალში წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის გუნდი 6:2 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი 23-ე საჯარო სკოლის გუნდის წევრი საბა ჩხეტიანი გახდა.
ფინალური შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა.
საჩემპიონო მატჩს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე დაესწრნენ.