დავით მათიკაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: გარკვეულწილად იქნება პრევენცია იმისთვის, რომ შემდგომში, ეს ძალიან მძიმე მოვლენა, რომელსაც ადამიანისთვის ტყუილის დაბრალება ჰქვია, იქნას გააზრებული, სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებენ
„ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს იმის მტკიცება, მისი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, თუ არა,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს იმის მტკიცება, მისი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, თუ არა. გარკვეულწილად იქნება პრევენცია იმისთვის, რომ შემდგომში, ეს ძალიან მძიმე მოვლენა, რომელსაც ადამიანისთვის ტყუილის დაბრალება ჰქვია, იგივე ცილისწამება, იქნეს გააზრებული, სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებენ. ამავდროულად, ცვლილება შედის სამოქალაქო – საპროცესო კოდექსში და დგინდება შემჭიდროებული ვადები მსგავსი საკითხების განხილვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.