ბასა ჯანიკაშვილის ''ომობანას'' უკრაინულ ენაზე თარგმნიან
2014 წელს სამინისტროს მხარდაჭერით, ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოები „ომობანა“ უკრაინულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას. რომანის „ომობანა“ სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად ირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ კომპიუტერული თამაშის გმირები.
ქართველი დრამატურგი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი დაიბადა თბილისში. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოში, რუსეთსა და შოტლანდიაში. 2006 წელს პიესების საუკეთესო კრებულისათვის დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით “საბა”.