რატი იონათამიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული გამოწვევების ფონზე ქართული ეკონომიკა ვითარდება
„მარიამ ქვრივიშვილი გამორჩეულია თავისი პიროვნული და პროფესიული თვისებებით, მას მენეჯერულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ქართული ეკონომიკა ვითარდება და მაღალ მაჩვენებლებს ავლენს. დარწმუნებული ვარ, ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად პოზიტიური იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს.