გიორგი გვარაკიძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე: პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და კანონთან შესაბამისობაში იღებს გადაწყვეტილებას

,,პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს იღებს კანონთან შესაბამისობაში”, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია მიუხედავად მისი პოლიტიკური ან სხვა სახის შეხედულებისა. ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, შესაბამისად, იქნება სისხლის სამართლის დევნის ობიექტი.

რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში იმყოფებიან – მოგეხსენებათ, სასჯელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები