იონათამიშვილი – კანონში შესატან ცვლილებაზე: ვფიქრობთ, რომ ადამიანურადაც, მორალურადაც, სამართლებრივადაც სწორი არის, რომ ვინც ცილს სწამებს, მტკიცების ტვირთიც მასზე იყოს

“მთავარი საკითხი, რაც იცვლება, ეს არის მტკიცების ტვირთი. სწორი არის, რომ ვინც ცილს სწამებს, მტკიცების ტვირთიც მასზე იყოს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“აქამდე, ცილისწამების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ჰქონდა იმ ადამიანს, ვისაც დასწამებდნენ ცილს და აპრიორი მას თავი უნდა ემართლებინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანურადაც, მორალურადაც, სამართლებრივადაც სწორი არის, რომ ვინც ცილს სწამებს, მტკიცების ტვირთიც მასზე იყოს. ვინაიდან არაფერი არ ვნებს ის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ცილისწამება და ცილისწამება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილებები შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. პროექტის მიხედვით, ზუსტდება ცილისწამების განმარტება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები