გურამ მაჭარაშვილი: შანტაჟის საკითხია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევრობიუროკრატიის და ქართული აგენტურის მხრიდან
„რეალურად გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ თუ ომს არ დაიწყებ, თუ კაცებს ოფიციალურად არ დააქორწინებ, შენს ხალხს წავართმევ სიკეთეს ვიზალიბერალიზაციის სახით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“როგორც თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის მიცემა – არ მიცემის საკითხი იყო შანტაჟის სავაჭრო საგანი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ. ახლა ისევეა შანტაჟის საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევრობიუროკარტიის და ქართული აგენტურის მხრიდან. რა შუაშია საერთოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ შეჩერების საკითხი, როდესაც სამართლებრივად ამის არანაირი საფუძველი არ არის, რადგან საქართველოს არაფერი დაურღვევია. რეალურად გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ თუ ომს არ დაიწყებ, თუ კაცებს ოფიციალურად არ დააქორწინებ, შენს ხალხს წავართმევ სიკეთეს ვიზალიბერალიზაციის სახით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.