“სამეფო უბნის თეატრი“ ბრიუსელში
22 თებერვალს “სამეფო უბნის თეატრი“ ბრუსელის ხელოვნების მეგაპოლისში, თეატრ ,,ბოზარში”, სპექტაკლს – ,,ტროელი ქალები” წარმოადგენს. სახელწოდება ,,ტროელი ქალები” სპექტაკლს ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით ეწოდა. დამდგმელი რეჟისორია დათა თავაძე, კომპოზიტორი – ნიკა ფასური. მონაწილეობენ: ნატო კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთევან (ქეთა) შათირიშვილი. თეატრის გასტროლები მთლიანად ბელგიურმა მხარემ დააფინანსა.