“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე” მიმდინარეობს
“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე” მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტის” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
“რიგით მეორე კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმი მონაწილეობს. ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლები და პროფესორები კონკრეტული შემთხვევების შესახებ საუბრობენ.
კონფერენციის მიზანი დარგის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა.
კონფერენციას ესწრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით,”- წერია ინფორმაციაში.