თბილისობის დღესასწაულისთვის თბილისის მერია 850 000-მდე ლარს გამოყოფს

„თბილისობის“ დღესასწაულს თბილისის მერია 850 000-მდე ლარით დააფინანსებს.
ღონისძიებების ძირითადი ადგილი რიყე და მეიდანი იქნება. „თბილისობა – 2014“ თბილისის მარათონით გაიხსნება. ასევე დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა სანახაობა.
„წინა წლებში ჩატარებული თბილისობისგან ეს განსხვავებული იქნება იმით, რომ ღონისძიებები, ერთი მხრივ, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გაიშლება, მეორე მხრივ,  ღვინის დეგუსტაციასთან და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასთან დაკავშირებული სიახლეები იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ „თბილისობა – 2014″ 25-26 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები