ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს უნგრელ კოლეგებთან, როგორც ფისკალური, ისე საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს უნგრელ კოლეგებთან, როგორც ფისკალური, ისე საგადასახადო მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უნგრელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში შედგა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, უნგრულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ვალის მართვის სტრატეგია, ფისკალური და მაკროეკონომიკური პოლიტიკა, საბაჟო და საგადასახადო საკითხები.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უნგრელ კოლეგებთან, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებითაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კუთხით პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები