გეკა გელაძე: უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას
უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
უნგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
„უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გავმართეთ ჩემს უნგრელ კოლეგასთან, ბატონ პინტერთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა არსებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგებზე. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას“, – განაცხადა გეკა გელაძემ.