Mercure & Swissotel Tbilisi: სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი თბილისში პოზიტიური დინამიკით დაიწყო. როგორც გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, მაისის დასაწყისიდან დედაქალაქის სასტუმროებში შესამჩნევად გაზრდილია დატვირთვა.

„სეზონი ძალიან პოზიტიურად დაიწყო, მაისის დასაწყისიდან ჩვენ ბევრ სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს. აშკარაა, რომ არამხოლოდ აღდგენა, არამედ რეალური ზრდა ხდება, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია“-აცხადებს ერდოღან შაჰინი.

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებას და ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას ასახელებს.

„ჩვენ ვხედავთ ჯავშნების მნიშვნელოვან ზრდას აზიური ბაზრებიდან, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ამას ხელს უწყობს გაუმჯობესებული საჰაერო კავშირები და მოგზაურთა მზარდა ინტერესი საქართველოს კულტურის, ხელმისაწვდომობისა და ბუნებრივი სილამაზის მიმართ. გაერთიანებული სამეფოს ბაზარიც კარგად ვითარდება, რადგან თბილისი ადვილად ხელმისაწვდომი და საინტერესო მიმართულებაა ამ ბაზრისთვის. საქართველოზე დიდი მოთხოვნაა შვეიცარიიდანაც. ამავდროულად, ტრადიციულად მნიშვნელოვანი ბაზრებია – თურქეთი, დსთ-ის ქვეყნები“-განაცხადა ერდოღან შაჰინმა.

გენერალური მენეჯერის თქმით, საქმიანი ტურიზმი კვლავ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა დატვირთულობის კუთხით.

„ბიზნეს მოგზაურობაც კვლავ გააქტიურდა. MICE ღონისძიებები ხელს უწყობს დატვირთულობის შენარჩუნებას სამუშაო კვირაში.

პროგნოზი საკმაოდ იმედისმომცემია. ივლისი და აგვისტო უკვე გადატვირთულად გამოიყურება. ასევე შეინიშნება საშუალო დღიური ტარიფის (ADR) მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლები მოცულობასთან ერთად უმჯობესდება. მთლიანობაში, ველით RevPAR-ის (შემოსავალი თითო ხელმისაწვდომ ნომერზე) მნიშვნელოვან ზრდას თითქმის ყველა სეგმენტში გასულ წელთან შედარებით“-აცხადებს სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები