HSC Group Hospitality-„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასტუმროს ვიზიტორთა 8-10%-იანი ზრდა გვაქვს“
HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის განცხადებით, გაზაფხულსა და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა და ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.
„სეზონი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. აპრილში გვქონდა 92%, ხოლო მაისში 87% დატვირთულობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 8-10%-იანი ზრდა, როგორც დატვირთვაზე, ასევე ფასების ზრდაზე.
ეტაპობრივად იმატებს ევროპელი ტურისტების რიცხვი, რაც წლიდან წლამდე მეტად ხელშესახები გახდება. აქტიურადაა ჩინეთი, ინდოეთი და სტატისტიკაში პირველ რიგებში მყოფი ქვეყნები: როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და მეზობელი ქვეყნები.ვფიქრობ, ივნისის თვეს დავხურავთ 90%-იანი ნიშნულით,“- აცხადებს გიორგი დოლიძე.