უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

შესაბამის ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის არიან რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში დაღუპულები.

ცხედრების დაბრუნება უკრაინის შესაბამისი უწყებების მუშაობისა და “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ხელშეწყობის შედეგად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები