“ადრე თუ, ძირითადად, ორი -სამი დარგი იყო მიმზიდველი, დღეს, დაახლოებით, ექვსი-შვიდი წამყვანი დარგია, სადაც ინვესტიციების ჩადება ხდება, ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება”- გიორგი ცუცქირიძე

“ადრე თუ, ძირითადად, ორი – სამი დარგი იყო მიმზიდველი, დღეს უკვე , დაახლოებით, ექვსი-შვიდი წამყვანი დარგია, სადაც ინვესტიციების ჩადება ხდება. ანუ, ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ
ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება
იმ მოცემულობიდან, რომელსაც გეოეკონომიკა ქმნის”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წლის I კვარტლის მონაცემები შეაფასა.

“განვიხილავთ ინვესტიციების თემას. მოგეხსენებათ, პირველი კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა.
ჩემი შეფასებით, ამ მონაცემებს ცოტა სპეკულაციური
ელემენტი მოჰყვა, თითქოს, ეს
2009 წლის შემდეგ ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უნდა აღვნიშნო, რომ, თუ
შეფასებები კეთდება, კვარტალური მაჩვენებელი
რაღაცის მდგენელი არ არის ხოლმე, იმიტომ, რომ ინვესტიციები კვარტალურად ყოველთვის იცვლება . ამ თვალსაზრისით,
მაგალითად, შარშანაც დაბალი იყო, მაგრამ, შემდეგ მეორე – მესამე კვარტლებში
მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა. ჩვენ რომ სტატისტიკა
ვნახოთ, წინა წლებშიც ასეა. მაჩვენებელი ყველა კვარტალში თანაბარი არ არის. პირველ კვარტალში ხშირად უფრო ნაკლებია ხოლმე და შემდეგ კვარტლებში იზრდება.

კიდევ ერთი ელემენტია, რომელსაც ხშირად არასწორად აფასებენ, ან მის უტრირებას სპეციალურად აკეთებენ – ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი.

ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია,
მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რისგან შედგება ეს ჯამური მაჩვენებელი. პირველი – ეს არის
ინვესტიციები სააქციო კაპიტალში, ანუ კომპანიათა კაპიტალში, რომელიც, ბუნებრივია,
რაც უფრო მეტია, ჯამური მაჩვენებლებიც მეტია.

ამის გარდა, მეორე მაჩვენებელი არანაკლებ საინტერესოა. ეს უკვე რეინვესტირების მაჩვენებელია,
ანუ მოგებასა და დივიდენდების
გატანას შორის სხვაობა. ბუნებრივია, როცა ინვესტორები ფულს ტოვებენ, ანუ არ გააქვთ დივიდენდების დიდი ნაწილი, ის
რჩება საბრუნავ კაპიტალში და შესაბამისად, რეინვესტირების მაჩვენებელიც მატულობს. რა
თქმა უნდა, ეს პოზიტიურია, რადგან რეინვესტირების ზრდა თვითონ ინვესტორთა
განწყობაზეც მიუთითებს, რომ ისინი მოგების ისევ კაპიტალში ჩაბრუნებას ამჯობინებენ.
ანუ, პოზიტიური მოლოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მესამე მაჩვენებელიც ძალიან საინტერესოა, ეს არის სავალო ვალდებულებები, ანუ ვალები,
რომლის აღებაც სესხების, ან სავაჭრო კრედიტების სახით
ინვესტიციების ჯამურ მოცულობას ზრდის და რომლის გასტუმრებაც, პირიქით, ამცირებს. ახლა, ნახეთ, რა ხდება:
მაგალითად, შარშან
თუ პირველ კვარტალში 194 მილიონი იყო, ამავდროულად დაახლოებით, 37 მილიონი
ინვესტიციების და სესხების აღების შედეგად იყო.

ანუ, ინვესტიციები გაიზარდა, როცა ახალი სესხები აიღეს. წელს, მართალია, ეს მაჩვენებელი 179 მილიონამდეა შემცირებული, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რამ: წელს გასტუმრებულია 33 მილიონი, სესხი. ბუნებრივია, ჯამური მოცულობა შეამცირა,
მაგრამ, თუ ხარისხობრივად შევაფასებთ, რეინვესტირების მაჩვენებელი შარშანდელი
წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ორ-ნახევარჯერაა გაზრდილი და 150 მილიონია. უბრალოდ, სესხების და ვალების ნაწილის გასტუმრება ჯამურ მაჩვენებელზე ნეგატიურად აისახა, როგორც ავხსენი.

უფრო თვალსაჩინო რომ იყოს:
2023 წელს მესამე კვარტალში
ჩვენ ინვესტიციების სარეკორდო მაჩვენებელი გვქონდა. მაგალითად, კაპიტალსა და რეინვესტირების თვალსაზრისით მილიარდზე მეტი იყო, მაგრამ ჯამური ინვესტიცია 440 მილიონი იყო. ეს იმიტომ, რომ იმ პერიოდში ძალიან დიდი
თანხა, დაახლოებით 570 მილიონზე მეტი სესხის და ვალების გასტუმრებას მოხმარდა.
წარმოიდგინეთ, პირველი ორი კომპოზიტი რამხელა იყო,
მილიარდზე მეტი და ჯამური რამდენია, განახევრებულია,
უფრო მეტად 2,3 – ჯერ არის შემცირებული.

კიდევ ერთი ფაქტორია ის, თუ როგორია ინვესტიციების გეოგრაფია, ანუ როგორია დივერსიფიკაცია, რა დარგებში იდება ინვესტიციები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუნდაც გასულ
წლებში ( მე ვგულისხმობ კოვიდპანდემიურ კრიზისამდე
პერიოდს) , მაგალითად, 2019 წელს ძირითადად სამი დარგი იყო, სადაც ინვესტიციების აკუმულირება ხდებოდა. ეს იყო უძრავი ქონება, ენერგეტიკა
რესტორნების და სასტუმროების ბიზნესი. დღეს ინვესტიციების
ხასიათი დარგობრივადაც კი გაორმაგებულია. ინვესტიციების პირველი კვარტლის სტრუქტურა რომ ავიღოთ, პირველ ადგილზე
ენერგეტიკაა, ანუ ენერგეტიკაში ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შემდეგ ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დამამუშავებელ მრეწველობაში. ასევე გაზრდილია ლოჯისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ანუ, ფაქტობრივად,
ინვესტიციების სტრუქტურაც კი გაზრდილია. ვიმეორებ, ადრე თუ, ძირითადად, ორი – სამი დარგი იყო მიმზიდველი, დღეს უკვე ,დაახლოებით, ექვსი-შვიდი წამყვანი დარგია, სადაც ინვესტიციების ჩადება ხდება. ანუ, ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ
ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება
იმ მოცემულობიდან, რომელსაც ეკონომიკა ქმნის. უფრო სწორად,
გეოეკონომიკა. ანუ, ლოჯისტიკაში მომავალ წლებშიც კიდევ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ. ეს ამ წელს გამოჩნდება, იგივე
მეორე , მესამე კვარტალში, ალბათ, მეოთხეშიც.
იმიტომ, რომ როცა ქვეყნის შუა დერეფნის ფუნქცია იზრდება, ის გარკვეულ სტრუქტურულ მხარდაჭერას მოითხოვს და
ერთ-ერთი ლოჯისტიკაა. სხვათა შორის, ანაკლიის პორტიც წმინდა ლოჯისტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
მომავალ თვეებში, წლებში ჩვენ ვნახავთ, რომ ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებაზე სერიოზულად აისახება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო ტექნოლოგიებია,
სადაც ინვესტიციების ჩადება ხდება, რადგან ეკონომიკისთვის ესეც მაღალი დამატებული
ღირებულების მომტანია. ანუ
ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ეს არის რეალობა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ინვესტიციები პირველ კვარტალში არის დაბალი, ეს ბევრს არაფერსაც არ
ნიშნავს. მთავარია, როგორია
ინვესტიციების სტრუქტურა, როგორია პერსპექტივა. პერსპექტივა ეკონომიკის ზრდაა,
ცნობილია, რომ როცა ეკონომიკა იზრდება, იქ შესაბამისად ინვესტიციებიც იზრდება”- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024
წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. როგორც უწყებაში აცხადებენ, კლება განპირობებულია
სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები