12-14 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 2025 წლის 12, 13 და 14 ივნისს, ყოველდღიურად 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები