საგამოძიებო სამსახური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე- იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი-ლევან ძნელაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, გააცნეს მათ უწყების ამოცანები, სპეციფიკა და კარიერული ზრდის პერსპექტივა. პროგრამის პრეზენტაციაზე სტუდენტებს განემარტათ შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნები.
საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.