ზურაბ ქადაგიძე: აშშ-ის ელჩ დანიგანის მიერ პოსტის დატოვება პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის პირადი გადაწყვეტილებით გავიდა პენსიაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში.

„ესეც პირველი ნაბიჯი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში.

ვინ იქნება შემდეგი – ევროკავშირის ელჩი?

ისე, ჩვენ სულელ ოპოზიციას მინდა ვკითხო – ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელს ვის მიართმევს, პრეზიდენტ ყაველაშვილს თუ თვითმარქვია ზურაბიშვილს?

ატყობთ, რა მასშტაბის სიგიჟეში ამთავრებთ პოლიტიკურ კარიერას?

ითხოვდით საქართველოს მთავრობის გადადგომას და ამერიკის ელჩი გადადგა…”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები