რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ვატიკანის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილეს.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაპმა და პრეზიდენტმა განიხილეს ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელშეწყობის აუცილებლობა.
„რომის პაპმა მოუწოდა რუსეთს, გააკეთოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას. მან ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას, რათა მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტები დამყარდეს და კონფლიქტის გადაწყვეტის გზები მოიძებნოს“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.