თურქეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 69 დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო.

თურქული მედიის ინფოტმაციით, დაღუპულია 14 წლის მოზარდი, რომელსაც მიწისძვრის შემდეგ პანიკური შეტევა დაემართა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია აცხადებს, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები