უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატოს სამიტზე მიიწვიეს, რომელიც 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება.
„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან. მიწვეული ვართ ნატოს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ Zoom-ის საშუალებით ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ინფრასტრუქტურასა და ამ სამიტის შესაძლო შედეგებზე კოლეგებთან ისაუბრებს.