სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზების სურვილი გამოთქვა.
„დღეს, როგორც იცით, სტამბოლში ბატონი ჰაკანის ხელმძღვანელობით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ეს მართლაც შესანიშნავი შეხვედრა იყო“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარდამტეხი მომენტი გახდა.
„ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ან ანკარაში შევკრიბო, ასევე ბატონი ტრამპი. თუ ისინი დამეთანხმებიან, მსურს, ამ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და სტამბოლი მშვიდობის ცენტრად ვაქციო. ამ მიმართულებით ნაბიჯებს ბოლო შეხვედრის შემდეგ გადავდგამთ“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.