რუსეთში, სამხედრო აეროდრომებზე დრონებით თავდასხმებში მონაწილეობის ბრალდებით დონეცკის მკვიდრი იძებნება

რუსეთში, სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა,- ამის შესახებ რუსული მედია წერს.

37 წლის დონეცკის მკვიდრის, არტემ ტიმოფეევის ფოტო, რომელიც ირკუტსკის ოლქში, ბელაიას სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილია, ქალაქის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

“ტელეგრმის” არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოფეევი იმ ოთხი სატვირთო მანქანის მფლობელია, საიდანაც დრონები აფრინდა.

ერთ-ერთმა მძღოლმა აღიარა, რომ ტიმოფეევმა მურმანსკის ოლქის ბიზნესმენისგან, ოთხი მობილური სახლის გადატანის შეკვეთა მიიღო. ჩვენების მიხედვით, მძღოლს უცხო პირი პერიოდულად მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა და მითითებებს აძლევდა. ბოლო გაჩერება “როსნეფტის” ბენზინგასამართი სადგური აღმოჩნდა, საიდანაც დრონები გაუშვეს.

შეგახსენებთ, 1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედრო აეროდრომებს დრონებით შეუტია. დრონები აეროდრომებთან ახლოს, მაგისტრალებზე გაჩერებულ სატვირთო მანქანებში იყო განთავსებული. როგორც მედია იუწყება, სპეცოპერაცია, რომელმაც რუსული ავიაციის 34% გაანადგურა, 1.5 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები