სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის” პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი „ევროპის უნივერსიტეტში” ლექციას წაიკითხავს

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტული მობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი” ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტს, პროფესორ იერნეი ლეტნარ ჩერნიჩს მასპინძლობს, რომელიც 6 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო ლექციას გამართავს თემაზე – „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა”.

პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი, ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტია. მას 20-წლიანი გამოცდილება აქვს აკადემიურ საქმიანობაში.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი, საჯარო საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართალი და ბიზნესი.

ლექცია ღიაა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 ივნისისა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdNEgi3L6XMkW7mM3AbKkgRk0vlDZLL-xQ8r7R9gxESlAhAdw/viewform

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები