ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
,,ქობულეთის ცენტრალურ პარკში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა.
მოეწყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება – ანიმატორების შოუ, ზღაპრის გმირების წარმოდგენები.
ღონისძიება საბავშვო ბაღების გაერთიანების საზეიმო კონცერტით დასრულდა”,- წერია ინფორმაციაში.