ოთარ არბოლიშვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან ერთად, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ ა(ა)იპ „ჩვენი ბორჯომისათვის“ ორგანიზებით გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
,,ღონისძიებაზე „ჩვენი ბორჯომისათვის“ ტრენინგცენტრის მოსწავლეებმა აღნიშნული ცენტრისა და ახალგაზრდული საკრებულოს საქმიანობაზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა ტრენინგ ცენტრთან არსებული „არტ-სახელოსნოს“ მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დაჯილდოვდნენ ტრენინგცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები. სტუმრებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორი ეკატერინე ორჯონიკიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს დეპუტატი ხათუნა ხარაზიშვილი, “IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები”,- წერია ინფორმაციაში.