ინდოეთში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლი, სულ მცირე, 34 ადამიანამდე გაიზარდა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

მთავრობის განცხადებით, ორშაბათს ჰიმალაის შტატ სიკიმში ჩარჩენილი ათასზე მეტი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მეგჰალაიას შტატში სამხედრო სამაშველო ჯგუფები დატბორილ რაიონებში ჩარჩენილი 500-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად იყვნენ მობილიზებული.

მეტეოროლოგიური სამსახური კვლავ ძლიერ წვიმებს პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები