დავით შერაზადიშვილი: „ოქროსფერი ღვინის ქალაქს“ ათასობით სტუმარი სტუმრობს და ბოლნისელებს გვაქვს შესაძლებლობა ვიზიტორებს გავაცნოთ ჩვენი პატარა ქალაქის დიდი ისტორია

საქართველოს პარლამენტისა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ფესტივალი ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ეს ფესტივალი ხელს უწყობს ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას. არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისათვის, რომ მათ შეექმნათ წარმოდგენა თუ როგორ ვითარდება მეღვინეობის დარგი ჩვენთან. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებები წარმოაჩენს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და ეხმარება ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ამ დღეს „ოქროსფერი ღვინის ქალაქს“ ათასობით სტუმარი სტუმრობს და ბოლნისელებს გვაქვს შესაძლებლობა ვიზიტორებს გავაცნოთ ჩვენი პატარა ქალაქის დიდი ისტორია.

ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით, ღვინის ინდუსტრიის გაძლიერება . მეღვინეობა ჩვენი კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამიტომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება , რისთვისაც მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის წარმდგენს კომპანია არემჯის და ყველა მხარდამჭერს. „- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ იმართება და ის ტრადიციულად სლოგანს – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი ეხმიანება.

ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეობდნენ როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები – ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგატმა წევრმა დავით შერაზადიშვილმა ფესტივალზე უმასპინძლა: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე გელა სამხარაულს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაპატაძეს,საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილს, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრ ,კახაბერ გულედანსს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ, ლევან ხარაბაძეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ, კობა მურადაშვილისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერ, გიორგი წიკლაურს.

ფესტივალის წარმდგენია – არემჯი; მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები