სოფელ ბანოჯის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ორი სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, საქლორატოროს, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის – 44,819 კმ და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლის წარმომადგენლებთან ერთად.
სამშენებლო სამუშაოებს დასრულების შემდეგი 2 200-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ და წყალტუბოს მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით – 113 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც 30 000-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.