დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) თანამშრომლობის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) თანამშრომლობის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი მანქანებით აღიჭურვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომელიც საქართველოში ყველაზე უნალექო ადგილია და, შესაბამისად, ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

სპეციალიზებული სახანძრო ავტომობილები რეინჯერებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი სამსახურების ჩართვამდე, მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება ხანძრის დროული ლიკვიდაციისთვის.

ტყის ხანძრებთან ბრძოლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რეინჯერები გადიან სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადებას და აღჭურვილი არიან სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ამასთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს თანამედროვე მონიტორინგისა და ხანძრის ადრეული აღმოჩენის სისტემების დანერგვა.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ სახანძრო მანქანები მიიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვისაც. სააგენტოსთვის განხორციელდა საფრენი აპარატი დრონის შესყიდვა, რომლის გამოყენება ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები