ზურაბ ჩიკვილაძე: თბილისის მერია 2020 წლიდან ახორციელებს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონ ლარამდეა

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერია 2020 წლიდან ანხორციელებს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას.

„დღეისათვის პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები და მედიკამენტები, ასევე მოხსნილია ასაკობრივი ზღვარი და შექმნილია ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ აღნიშნულ პროგრამაში ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩაერთოს ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია შემცირდეს დაავადების აქტივობა და პროგრამით მოსარგებლე პირებს მიეცეთ სრულფასოვანი ცხოვრების, მუშაობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები