აფხაზეთის მთავრობამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს ფინანსური დახმარება გაუწია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, უწერის №11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომლითაც დევნილთა საცხოვრებლებში სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.