სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭოს ფორმატში, განიხილეს რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიები.
„სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონი მომზადებული შეხვდეს ზაფხულის ტურისტულ სეზონს. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურისტული ატრაქციებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ მზაობაზე ტურისტული ნაკადების დასახვედრად.
დასკვნით ეტაპზეა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის განხორციელება. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სატრანსპორტო სისტემას ეფექტიანს და კომფორტულს გახდის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.