საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტუდენტებისთვის გაცნობას განაგრძობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტუდენტებისთვის გაცნობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ – იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა – ლევან ძნელაძემ, სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს, მიაწოდეს სრული ინფორმაცია კონკურსის ეტაპების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესახებ. ხელმძღვანელმა პირებმა მათ გააცნეს საგამოძიებო უწყების საქმიანობის ამოცანები და ესაუბრნენ სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, უწყებაში დასაქმების შესაძლებლობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები