იმერეთში, 160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლების ივანდიდისა და გოჩა ჯიხაიშის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა და 160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარს შეადგენს.