კომპანია four seasons travel-ის წარმომადგენელი: ITB-China 2025-ზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, დაიგეგმა ჯგუფური ტურები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია four seasons travel-ის წარმომადგენელი თამთა კარგარეთელი.

„ძალიან კარგია, რომ ჩინეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ამ გამოფენაში ბევრი კომპანია მონაწილეობდა. ITB-China 2025-ზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და უკვე გეგმავენ ჯგუფურ ტურებს. ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპაში ვმუშაობთ. ახლა კი ვცდილობთ ჩინურ ბაზარზე შემოსვლას და ვაკვირდებით. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი კარგად აისახება როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე,“ – აცხადებს თამთა კარგარეთელი.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები